17:05 | 2020-02-26 ავტორი: Prime Time

Time: ვაქცინა უკვე არსებობს – კარგი სიახლე კორონავირუსზე

Time: ვაქცინა უკვე არსებობს – კარგი სიახლე კორონავირუსზე

გამოცემა Time-ის ინფორმაციით, ამერიკელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რეკორდულად მცირე დროში შექმნეს.

 

ვაქცინა ამერიკულმა ბიოტექნელოგიურმა კომპანია Moderna Therapeutics-მა შესაბამისი გენეტიკური მასალის მიღებიდან 42 დღის ვადაში შექმნა და ამჟამად ტესტირების რეჟიმშია.

 

ამასთან, Time-ის ინფორმაციით, კორონავირუსის სამკურნალოდ იმედისმომცემი შედეგები აჩვენა პრეპარატ remdesivir-ის გამოცდამ, რომელიც ებოლას წინააღმდეგ შექმნეს. გამოცდა, კორონავირუსით ინფიცირებულ ამერიკის იმ მოქალაქეებზე ჩატარდა, რომელთა ევაკუაცია საკრუიზო გემიდან განხორციელდა და ამ დრომდე კარანტინში იმყოფებოდნენ.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X