14:17 | 2020-02-07 ავტორი: Prime Time

Time-ის ახალ გარეკანზე სი ძინპინი სამედიცინო ნიღბით გამოსახეს

ამერიკულმა ჟურნალმა Time ახალი ნომრის გარეკანზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის სი ძინპინის ფოტო განათავსა, რომელსაც სამედიცინო ნიღაბი უკეთია.

 

ჩინეთის პრეზიდენტის მიმართ მიძღვნილი სტატიის სათაურია – „კორონავირუსის აფეთქებამ შეიძლება დაანგრძიოს სი ძინპინის ოცნება ჩინურ საუკუნეზე“.

 

სტატიაში Time-ის ჟურნალისტი აღწერს, თუ როგორი გავლენა იქონია კორონავირუსის გამო შექმნილმა კრიზისმა საზოგადოებასა და ჩინეთის ეკონომიკაზე.

უახლესი ინფორმაციით, კორონავირუსის გამო დაღუპულია 636 ადამიანი და დაინფიცირებულია 31, 161.

ავტორი: Prime Time

დატოვე კომენტარი