fbpx
13:33 | 2020-05-13 ავტორი: თეონა ყაჭიური

TikTok-ზე ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ცალკე ქვეყნებად გამოყოფის საკითხს საგარეო უწყება არკვევს

TikTok-ზე  ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ცალკე ქვეყნებად გამოყოფის საკითხს საგარეო უწყება არკვევს

საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ TikTok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად გამოყოფაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

 

როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა არის საგარეო უწყების უმთავრესი პრიორიტეტი.

 

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის რეაგირებს ცალკეული სუბიექტების/ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე.

 

არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც საგარეო უწყების მუშაობის შედეგად, სხვადასხვა საიტებზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია შეიცვალა.

 

ჩვენ ვმუშაობთ სოციალური ქსელის TikTok საკითხზე და როგორც სხვა წინა შემთხვევებში, აღნიშნულ საიტზე არსებული ხარვეზის გასწორების მიზნით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ცნობისთვის, TikTok-ის აპლიკაციაში, რომელსაც ასეულობით მილიონი მომხმარებელი ჰყავს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ცალკე ქვეყნებადაა გამოყოფილი.

ავტორი: თეონა ყაჭიური
X