23:51 | 2020-05-14 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ტიკარაძე – თუ ვაქცინა დარეგისტრირდება მისი გამოყენების პროცესშიც ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით

ტიკარაძე – თუ ვაქცინა დარეგისტრირდება მისი გამოყენების პროცესშიც ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით

თუ ვაქცინა დარეგისტრირდება და მისი გამოყენების შესაძლებლობა იქნება, ამ ვაქცინაციის პროცესშიც ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

 

„თებერვლის თვეში, როდესაც პირველი კოვიდინფექცია დაფიქსირდა, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც ადგილზე შეეძლო ამ პაციენტების მომსახურება და დიაგნოზის დადგენა, ჰქონდა თუ არა პაციენტს კოვიდინფექცია.

 

ჩვენ ჩართული ვართ ყველა იმ აქტივობაში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მოწოდებულია და იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინა დარეგისტრირდება და მისი გამოყენების შესაძლებლობა იქნება, ამ ვაქცინაციის პროცესშიც ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, როგორც ქართველებს ძალიან გვიყვარს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 667 შემთხვევაა დადასტურებული.

 

383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X

error: Content is protected !!