01:49 | 2020-03-13 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ტიკარაძე – რომ არა ჩვენი მოქალაქის ნაკლები სოციალური პასუხისმგებლობა, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი არა 25, არამედ 10 იქნებოდა

რომ არა ჩვენი მოქალაქის ნაკლები სოციალური პასუხისმგებლობა, მაშინ კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი იქნებოდა არა 25, არამედ – 10, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ჩინეთის მიერ სწრაფი ტესტების გადმოცემა, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

 

„ძალიან ვწუხვარ, რომ ეს მოვლენა ასე განვითარდა და ჩვენ ვერ მოვახდინეთ ამ ადამიანის საზღვარზე იდენტიფიცირება. ჩვენ, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ყველა რიგითი თანამშრომელი იღებს საკუთარ თავზე ამ პასუხისმგებლობას“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

დატოვე კომენტარი