22:06 | 2020-05-22 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

Tik-Tok-ზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებს შორის აღარ არიან

პარასკევი შესანიშნავად დასრულდა. ტიკ-ტოკმა ჩვენება შეცვალა, – ამის შესახებ ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის უსაფრთხოების პროგრამის მკვლევარი, ზვიად აძინბაია Facebook-ში წერს.

 

„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებს შორის არ არიან მათ პლატფორმაზე. დიდი მადლობა ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ყველა თქვენგანს, ვინც ეს გულთან ახლოს მიიტანეთ.

 

ცალკე მადლობა Robby Delaware-ს, რომლის დახმარება ინსტრუმენტული იყო ჩემს ინდივიდუალურ ძალისხმევაში. ამით არ მორჩება ყველაფერი.

 

ტიკ-ტოკი რჩება საეჭვო პლატფორმად. მასზე და სხვა ქსელებზე განვაგრძობთ თვალყურის დევნებას, რომ არავინ შეიტანოს ეჭვი იმ იდეაში, რომ გალში ჯაზს დავუკრავთ“, – წერს აძინბაია.

 

დაგაინტერესებთ: 

„ამან შეიძლება ადამიანების კარიერა მოსპოს და ცხოვრება დაუნგრიოს“ - TIKTOK-ის საფრთხეები
2020-05-14„ამან შეიძლება ადამიანების კარიერა მოსპოს და ცხოვრება დაუნგრიოს“ - TIKTOK-ის საფრთხეები
ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X