12:36 | 2021-09-24 ავტორი: სალომე ნეფარიძე

თიანეთში მომხდარი მკვლელობისათვის დაკავებულის დედა, პირველ კომენტარს აკეთებს

თიანეთში მომხდარი მკვლელობისათვის დაკავებულის დედა, პირველ კომენტარს აკეთებს

თიანეთში მომხდარი მკვლელობისათვის დაკავებულის დედა, პირველ კომენტარს აკეთებს.

 

თიანეთის მთებში მომხდარი მკვლელობისათვის, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში, მცხოვრები 26 წლის ბექა ხაჩიძეა დაკავებული.

 

დაკავებულის დედა, ასმათ ცაძიკიძე მკვლელობის ფაქტს და შვილის სავარაუდო მონაწილეობას ადასტურებს.

 

ქუთაისში მაღაზიიდან, რომელიც დღეს უნდა გახსნილიყო პროდუქტები მოიპარეს
2021-09-24ქუთაისში მაღაზიიდან, რომელიც დღეს უნდა გახსნილიყო პროდუქტები მოიპარეს

 

„თიანეთში იყვნენ ერთად. გარდაცვლილი ჩვენი მწყემსი იყო. ერთმანეთთან დაპირისპირება არ ჰქონიათ და ახლა რა კონფლიქტი მოუხდათ, არ ვიცი. დაგვირეკეს, რომ ასეთი ამბავი მოხდა. წარსულში, ბექა ნარკოტიკს ნამდვილად მოიხმარდა და ამის გამო, გარკვეული პრობლემები ჰქონდა. შეიძლება, ახლაც რამე ასეთი იყო, დეტალები არ ვიცი“, – განაცხადა ცაძიკიძემ.

 

პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.

 

შეგახსენებთ, მკვლელობა თიანეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. გარდაცვლილია 65 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელსაც ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი 

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X