12:16 | 2020-05-31 ავტორი: თათია ცუკოშვილი

The Washington Post: საქართველო კორონავირუსის პანდემიისგან საუკეთესო საკურორტო თავშესაფარია

The Washington Post: საქართველო კორონავირუსის პანდემიისგან საუკეთესო საკურორტო თავშესაფარია

შავიზღვისპირეთში, საქართველო, პანდემიის შემდეგ, საუკეთესო საკურორტო თავშესაფრად იქცა – სწორედ, ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას The Washington Post-ი.

 

სტატიის ავტორი იზაბელ ხურშუდიანი კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოს ტურიზმისთვის უსაფრთხო ქვეყანად მოიხსენიებს.

 

„გვერდით გადადეთ უძველესი ვენახები, სათხილამურო კურორტები და შავი ზღვის სანაპიროები. საქართველოს აქვს ახალი ტურისტული მოედანი, ადგილი პანდემიისგან დასასვენებლად. საქართველოს რეაგირება ახალ კორონავირუსზე წარმატებული ისტორიაა“, – ვკითხულობთ სტატიაში.

 

European Safest Destination 2020 -ის რეიტინგში თბილისი პირველ ადგილზეა
2020-05-30European Safest Destination 2020 -ის რეიტინგში თბილისი პირველ ადგილზეა

 

„უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ შეიძლება იმდენივე ტურისტი არ გვყავდეს, როგორც გასულ წელს,

 

თუმცა ჩვენ უნდა დავამატოთ ეს კონკურენტული უპირატესობა ჩვენს ტრადიციულ კონკურენტულ უპირატესობებს, როგორიცაა ჩვენი ისტორია, ჩვენი 8000-წლიანი მეღვინეობა, ჩვენი სამზარეულო, კულტურა და სტუმართმოყვარეობა“, – მოყვანილია სტატიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ციტატა.

 

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო შეეცდება მოგზაურების მოზიდვას ღია ცის ქვეშ ღონისძიებების წახალისებით, მათ შორის ღვინის რეგიონის ან ეროვნული პარკების მონახულებით.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენატარი - +

X