11:36 | 2020-04-28 ავტორი: Prime Time

The National Interest – სააკაშვილის დანიშვნა შარია და პრეზიდენტის პარტიას მის გასაყვანად შეიძლება არც აღმოაჩნდეს საკმარისი ხმები

The National Interest – სააკაშვილის დანიშვნა შარია და პრეზიდენტის პარტიას მის გასაყვანად შეიძლება არც აღმოაჩნდეს საკმარისი ხმები

„ზელენსკიმ ვერ გათვალა კარგად. სააკაშვილის რეპუტაცია ვაშინგტონში შერეულია, ხოლო ბრიუსელსა და ბერლინში – უარყოფითი.

 

შეიძლება კიევშიც არეული აქვს საქმე.  სააკაშვილის დანიშვნა შარია და პრეზიდენტის პარტიას მის გასაყვანად შეიძლება არც აღმოაჩნდეს საკმარისი ხმები“.

 

ამის შესახებ საუბარია სტატიაში ,, სააკაშვილისკენ შეტრიალება უკრაინას არ წაადგება“,  რომელსაც  The National Interest აქვეყნებს.

 

„თუ მიშამ ვერ გაამართლა რეგიონის გუბერნატორად, რატომ აბარებს მას პრეზიდენტი ეროვნული რეფორმების წარმართვას?

 

ამის ორი მიზეზი იკვეთება – პირველი, რომ ზელენსკის რეიტინგი კლებულობს და სასოწარკვეთილია, რაიმეთი უნდა დაიწეროს ქულები.

 

ის ხალხს დაპირდა უკრაინას გავამდიდრებო, აღმოსავლეთ უკრაინაში ომს დავასრულებო და მექრთამეობას მოვსპობო.

 

აქამდე სამით ნულს აგებს, არადა უკვე ერთი წელია ქვეყანას მართავს.

 

უკრაინა ევროპის უღარიბეს სახელმწიფოდ რჩება, არადა ომი გრძელდება, რაც დანარჩენი მსოფლიოს ყურადღების მიღმა რჩება.

 

ტრაბახა ადამიანები ფრონტის ხაზზე მიღწეულ წინსვლას მოიშველიებენ, მაგრამ ნოემბრის სამიტის შემდეგ დიდი არაფერი მიღწეულა.

 

უკრაინა დასავლეთს უნდა დაუტკბეს და საერთაშორისო სავალუტო ფონდი დაარწმუნოს, რომ მას კიდევ ერთი მრავალ-მილიარდიანი პროგრამა დაუმტკიცდეს.

 

აქამდე საერთაშრისო სავალუტო ფონდს სურვილი არ გასჩენია ამგვარი ხელშეკრულებისთვის ხელი მოეწერა, რადგან მართებულად აწუხებს ის ფაქტი, რომ ოლიგარქი იგორ კოლომინსკი ცდილობს მის ყოფილ ფინანსურ დაწესებულებაზე – პრივატბანკზე – კონტროლი დაიბრუნოს.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან 8 მილიარდი დოლარის მისაღებად უკრაინამ უნდა მიიღოს კანონები მიწის საკუთრებისა  და საბანკო  სისტემის რეფორმის შესახებ.

 

მიწის საკუთრების შესახებ რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი დიდი ძალისხმევით იქნა მიღებული, თუმცა კოლომინსკის მოკავშირეებმა პარლამენტი წალეკეს საბანკოს სისტემის რეფორმის უსარგებლო ცვლილებების პროექტებით.

 

აქ ზელენსკიმ ვერ გათვალა კარგად. სააკაშვილის რეპუტაცია ვაშინგტონში შერეულია, ხოლო ბრიუსელსა და ბერლინში – უარყოფითი.

 

შეიძლება კიევშიც არეულია აქვს საქმე.

 

სააკაშვილის დანიშვნა შარია და პრეზიდენტის პარტიას მის გასაყვანად შეიძლება არც აღმოაჩნდეს საკმარისი ხმები“, – ნათქვამია ,, The National Interest”-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოროშენკომ ოდესის რეგიონის გუბერნატორად დანიშნა, თუმცა ადგილობრივი მერი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და მიშას ენერგიის კონცენტრაცია მედიისთვის საცირკო სანახაობების მოწყობაზე მოუწია.

 

სტატიის თანახმად, სააკაშვილის სახელი დიდს მაინც არაფერს ნიშნავს როდესაც საქმე ხალხის აყოლიებაზე და წესების შესრულებაზე მიდგება.

 

,,მისმა ყოფილმა ჯგუფელმა და შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ის ოდესის რეგიონის გუბერნატორად დანიშნა და ამ თანამდებობაზე 2015-2016 წლებში მსახურობდა.

 

სააკაშვილის დაპირება მოიცავდა ქალაქის რეზონანსული საპორტო სისტემის გაწმენდას, თუმცა ადგილობრივი მერი გენადი ტრუჰანოვი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და მიშას თავისი ენერგიის კონცენტრაცია მედიისთვის საცირკო სანახაობების მოწყობაზე მოუწია, ვიდრე სისტემური რეფორმების განხორციელებაზე.

 

უკრაინაში მიშას ყველა ნაბიჯს შეიძლება კამერა მიჰყვებოდეს და აშუქებდეს, მაგრამ სანამ ის კარგ კადრს ქმნის ტყავის ქურთუკში და უკრაინულ ენაზე საუბრით, მისი სახელი დიდს მაინც არაფერს ნიშნავს როდესაც საქმე ხალხის აყოლიებაზე და წესების შესრულებაზე მიდგება“,- ნათქვამია The National Interest-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიოდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა, თუმცა ჯერ უცნობია დაამტკიცებს, თუ არა უკრაინის რადა სააკაშვილის კანდიდატურას.

 

ამავე თემაზე ↓↓↓

 

სააკაშვილის დანიშნვნა ისეთივე მიუღებელია, როგორც უკრაინულ რესტორანში მისი თმებით თრევა – გახარია

 

რატომ იმეტებთ ხალხს სააკაშვილისთვის – გელაშვილი

 

მე რუსეთთან მშვიდობის აბსოლუტური მომხრე ვარ – სააკაშვილი

 

ჩემი ხელფასი თვეში 10 000 დოლარია – გიული ალასანია

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X