fbpx
14:34 | 2020-12-02 ავტორი: Prime Time

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 3 დასახლებაში სპორტული სივრცეები მოეწყო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  3 დასახლებაში სპორტული სივრცეები მოეწყო

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის გადაწყვეტილების შესაბამისად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხაიშში, ქოთიშსა და ასურეთში სპორტული სივრცეები მოეწყო. ტრენაჟორების მონტაჟისთვის  სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 69 579  ლარი გამოიყო. სამუშაოები განხორციელდა შპს ,,გეო-გრინი“-ს მიერ.

 

სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხელს უწყობს მომავალ თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება.აღსანიშნავია, რომ  დასახლების საერთო კრებებზე  მოსახლეობა თავად ირჩევს რა უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია მათი დასახლებებისთვის.

 

 

 

R

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X