fbpx
22:49 | 2020-05-30 ავტორი: ალექსი ქამადაძე

თეთრ სახლთან უფრო ახლოს, რომ მოსულიყვნენ, ავი ძაღლებითა და საშიში იარაღით დახვდებოდნენ – ტრამპი აქციის მონაწილეებზე

თეთრ სახლთან უფრო ახლოს, რომ მოსულიყვნენ, ავი ძაღლებითა და საშიში იარაღით დახვდებოდნენ – ტრამპი აქციის მონაწილეებზე

ხალხი თეთრ სახლთან კიდევ უფრო ახლოს რომ მოსულიყო, მათ ყველაზე ავი ძაღლებითა და ყველაზე საშიში იარაღით მიესალმებოდნენ, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლთან გამართულ საპროტესტო აქციას.

 

ტრამპის თქმით, აქციის დროს უსაფრთხოების სამსახურმა მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინა.

 

„გუშინ ღამით აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა თეთრ სახლთან დიდებული სამუშაო გასწია. ისინი იყვნენ არა მხოლოდ პროფესიონალები, არამედ ძალიან მაგრებიც.

 

მე შიგნით ვიმყოფებოდი და ვხედავდი ყველა ნაბიჯს. ამაზე უსაფრთხოდ ვერ ვიქნებოდი.

 

მათ ნება დართეს „პროტესტის მონაწილეებს“ ხმამაღლა ეყვირათ იმდენი, რამდენიც მოესურვებოდათ,

 

თუმცა როგორც კი ვინმე გამყოფ ხაზს მიუახლოვდებოდა, სწრაფად რეაგირებდნენ. წინა ხაზი საიდუმლო სამსახურის ახალბედა აგენტებით ჩაანაცვლეს.

 

ჯორჯ ფლოიდისთვის გამართულ საპროტესტო აქციაზე 19 წლის ბიჭი მოკლეს
2020-05-30ჯორჯ ფლოიდისთვის გამართულ საპროტესტო აქციაზე 19 წლის ბიჭი მოკლეს

 

პროფესიულად ორგანიზებულად ბევრი ხალხი შეიკრიბა, თუმცა ღობესთან არავინ მოახლოებულა. ასე რომ ექნათ, მათ ყველაზე ავი ძაღლებით და ყველაზე საშიში იარაღით დახვდებოდნენ, რაც კი მინახავს.

 

სწორედ მაშინ დაშავდებოდა ხალხი სულ მცირე ძალიან მძიმედ.

 

საიდუმლო სამსახურის აგენტები მზად იყვნენ რეაგირებისთვის. როგორც გუშინ იხილეთ, ისინი ძალიან მაგრები და პროფესიონალები არიან.

 

არასდროს დაუშვათ, რომ ეს კონტროლიდან გამოვიდეს. მადლობა!“, – წერს აშშ-ის ლიდერი სოციალურ ქსელში.

 

ცნობისთვის, ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მოკლეს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიცელი დაკავებულ 46 წლის აფროამერიკელს მუხლს აჭერს ყელში.

 

ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს 26 მაისს ფართომასშტაბიანი აქციები მოჰყვა, რომლებიც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა.

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

X