
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებული თავდასხმის თვითმხილველი ყვება, რომ კომერციულ ბანკში ერთი მძარცველი შეიჭრა.
„ზუსტად ნახევარი საათის წინ დავტოვე ეს ტერიტორია. შიგნით შევიდნენ ტერორისტები დააყაჩაღეს საქართველოს ბანკი“, – ამბობს თვითმხილველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის.
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა.
იხილეთ ვიდეო → „ტერორისტები შეიჭრნენ“ – თვითმხილველი ზუგდიდის სპეცოპერაციიდან