fbpx
12:28 | 2020-08-29 ავტორი: სალომე ნეფარიძე

თერჯოლაში მიცვალებულები აერიათ

თერჯოლაში მიცვალებულები აერიათ

თერჯოლაში მიცვალებულები აერიათ. მომხდართან დაკავშირებით „პრაიმტაიმთან“ თერჯოლის საავადმყოფოს დირექტორი დავით სარიშვილი განმარტებას აკეთებს.

 

მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჭირისუფალმა შეცდომით სხვა მიცვალებული წაიყვანა სიმართლეს არ შეესაბამება.

 

„ასაკოვანი ქალი და მამაკაცი ნახევარ საათიანი ინტერვალით გარდაიცვალა. ქალის შვილებმა ვერ მოიცალეს და დამკრძალავი ბიურო გამოაგზავნეს. მიცვალებული დაცვამ მოიყვანა მანქანასთან, სადაც იქვე ნახეს რომ სხვა მიცვალებული იყო და იქვე გამოსწორდა ეგ ამბავი. არანაირი არევა არ ყოფილა ეს არის ტყუილი და ვის რაში აწყობს არ ვიცი”,- ამბობს დავით სარალიძე.

 

ჩემი შვილიშვილი დედის ცემის გამო დალურჯებებით დაიბადა - გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის ბებია
2020-08-28ჩემი შვილიშვილი დედის ცემის გამო დალურჯებებით დაიბადა - გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის ბებია
თერჯოლაში მიცვალებულების არევა სოფელ ახალ თერჯოლაში მოხდა. სოფლის რწმუნებული „პრაიმტაიმთან“ ჰყვება რომ მიცვალებულის ოჯახს სამშენებლო სამუშოები ჰქონდა და ამის გამო ვერ მოახერხეს საავადმყოფოში დედის ცხედრის წამოყვანა.

 

„სხვა მეტი არ მომხდარა არაფერი. რაც შეეხება, მეორე მიცვალებულს, ის სხვა სოფლიდან არის და მაგათ გახმაურება არც უნდათ და არც არიან არაფრის შუაში“, – ამბობს სოფლის რწმუნებული.

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

X