fbpx
12:35 | 2020-08-26 ავტორი: Prime Time

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის მამა ადვოკატზე უარს ამბობს

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის მამა ადვოკატზე უარს ამბობს

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის მამა ადვოკატზე უარს ამბობს.

 

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126′-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 11′.115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა ) წარედგინა.

 

როგორც გარდაცვლილი ბავშვის ბებია ამბობს, დაკავებულმა მამაკაცმა, ბოლოს საზღვარგარეთ მყოფ მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ თუ ფულს არ გამოუგზავნიდა საკუთარ შვილს ვეღარასდროს ნახავდა.

 

საბერძნეთიდან როგორ უნდა გამომეძახა პოლიცია?! როცა გავიგე მკვდარი იყო - გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის და
2020-08-25საბერძნეთიდან როგორ უნდა გამომეძახა პოლიცია?! როცა გავიგე მკვდარი იყო - გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის და

 

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 11 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს. ფაქტზე 49 წლის კაცი, გარდაცვლილის მამა დააკავეს.

 

გაირკვა, რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია.

 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს

 

ავტორი: Prime Time
X