fbpx
14:57 | 2020-09-01 ავტორი: Prime Time

თერჯოლაში დაკრძალეს 11 წლის ბიჭი, რომლის გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ მამა დააკავა

თერჯოლაში დაკრძალეს 11 წლის ბიჭი, რომლის გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ მამა დააკავა

თერჯოლაში, სოფელ ძევრში 11 წლის მოზარდი დაკრძალეს.

 

მიცვალებულს წესი რელიგიური წესით დღეს აუგეს. სასულიერო პირები განმარტავენ, რომ ამის ნებართვა მას შემდეგ დართეს, რაც ბავშვის დედა პატრიარქს შეხვდა.

 

დაკრძალვა რამდენიმე დღით დედის ჩამოსვლამდე გადაიდო. საბერძნეთში მყოფი ქალი სამშობლოში საელჩოს დახმარებით ჩამოვიდა.

 

ჩემი შვილიშვილი დედის ცემის გამო დალურჯებებით დაიბადა - გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის ბებია
2020-08-28ჩემი შვილიშვილი დედის ცემის გამო დალურჯებებით დაიბადა - გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის ბებია

 

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 11 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს. ფაქტზე 49 წლის კაცი, გარდაცვლილის მამა დააკავეს.

 

გამოძიების ინფორმაციით, მოზარდმა, რომელიც მამის მხრიდან სისტემატურ ფიზიკურ ძალადობას განიცდიდა, თავი მოიკლა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების ნაწილს გამოძიების ვერსიის არ სჯერა და ამბობენ, რომ მამას, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო, ბავშვი ცემაში შემოაკვდა.

 

მათი თქმით, 11 წლის ათუკას მიმართ ცემა აბჟანდაძეების ოჯახში ძალადობის ერთადერთი შემთხვევა არ იყო და მამა მეუღლესა და ქალიშვილებზეც ხშირად ძალადობდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X