12:47 | 2020-04-10 ავტორი: Prime Time

თერჯოლაში COVID 19 ის პირველი შემთხვევა დადასტურდა

თერჯოლაში COVID 19 ის პირველი შემთხვევა დადასტურდა

თერჯოლაში COVID 19 ის პირველი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსი ადგილობრივ 55 წლის ქალს დაუდასტურდა, მას მოგზაურობის ისტორია აქვს.

ეპიდემიოლოგების მიერ თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ინფიცირებული ქალბატონის კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, ქუთაისის ლაბორატორიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 39 პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში შემოწმდა და აქედან ერთი იყო დადებითი.

 

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 11 პაციენტი გადის.
იმერეთის ხუთ საკარანტინო სივრცეში 480 პირი იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში რჩება 76 პირი.

 

ბოლო მონაცემებითქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა 230-მდე გაიზარდა.

 

გამოჯანმრთელდა 54 ადამიანი. კორონავირუსის შედაგად გარდაცვლილია 3 ადამიანი.

 

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა კომენდანტის საათი.

 

დაიხაურა ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

განჩინების მიხედვით, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში;

 

მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე;

 

ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

 

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა

 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

 

 

  გაიგეთ მეტი შეზღუდვებსა და რეკომენდაციებზე

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +