12:38 | 2020-03-25 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ტერაქტი ავღანეთში, სიქჰების ტაძარში – არის მსხვერპლი

ტერაქტი ავღანეთში, სიქჰების ტაძარში – არის მსხვერპლი

ავღანეთში, ქაბულის ცენტრალურ ნაწილში სიქჰების რელიგიური უმცირების ტაძარზე თავდასხმა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

 

ერთ-ერთმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შემდეგაც ტაძარს თავს დაესხნენ, სადაც 150 ადამიანი ლოცულობდა.

 

არსებული ინფორმაციით დაღუპულია სულ მცირე 11 ადამიანი.

 

„თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა თქვა, რომ თალიბებს თავდასხმასთან არავითარი კავშირი არ აქვთ და მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებენ.

ავტორი: ანეტი მიქელაძე


X