00:33 | 2020-05-07 ავტორი: Prime Time

ტექნიკურად ძალიან რთული იყო! – რა პირობებში ჩაუტარდა ოპერაცია COVID-19-ით ინფიცირებულს

ტექნიკურად ძალიან რთული იყო! – რა პირობებში ჩაუტარდა ოპერაცია COVID-19-ით ინფიცირებულს

რამდენიმე დღის წინ ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს.

 

ტელეკომპანია „მაესტრო“ კლინიკის ხელმძღვანელს დავით გადელიას ოპერაციის შესახებ ესაუბრა.

 

კლინიკის ხელმძღვანელმა კამერასთან საუბრისას ოპერაციის შემდეგ გამოწვეული ემოციები ვერ დამალა.

 

„ერთადერთი რაზეც შემეტყო ტრაბახი არის ეს ოპერაცია. ტექნიკურად ძალიან რთული იყო. სპეციალური აღჭურვილობით მუშაობა არის ძალიან რთული. ძნელია სუნთქვა, ამ აღჭურვილობაში ძალიან ცხელა. ქირურგი წესიერად ვერც ხედავდა. თითქოს ბოლომდე ვერ აკონტროლებდა ოპერაციას, რადგან სათვალეებიც დაორთქლილი ჰქონდა, მაგრამ მაინც ძალიან კარგად იმუშავა. მთელი გულით და სულით ვისურვებდი, რომ ახლა რა პატივისცემაც არის ექიმების მიმართ, ასე გაგრძელებულიყოს. მკურნალობაზე არანაკლებ მოქმედებს ნდობის ფაქტორი, თუ დაკარგულია ნდობა, დაახლოებით 20-30% მკურნალობის იკარგება.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები