14:25 | 2020-09-22 ავტორი: თამარ გონგაძე

თეონა დოლენჯაშვილმა მამის ნახატი – “ხახვის ყვავილები” კაბაზე დაპრინტა

თეონა დოლენჯაშვილმა მამის ნახატი – “ხახვის ყვავილები” კაბაზე დაპრინტა

მწერალი თეონა დოლენჯაშვილი გუშინ, 21 სექტემბერს მამის, მხატვარ გურამ დოლენჯაშვილის გამოფენაზე საინტერესოდ დაპრინტული კაბით მივიდა.

 

მწერალს ვერცხლისფერ კაბაზე ხახვის ყვავილები ახატია. როგორც ის “პრაიმამბებთან” ჰყვება, მამის ნახატის მიხედვით შესრულებული პრინტიანი კაბა ირმა შარიქაძეს ეკუთვნის.

 

2020-09-21"მწერენ, რომ ან ვირი ვარ ან ცხენი... ეს “ბულლინგი”-ს კანონები “ცნობადებზე” არ ვრცელდება?" - ქრისტინე იმედაძის მხარდაჭერა ნინი ბადურაშვილს

 

თეონა დოლენჯაშვილი: – მამის ნახატის კაბაზე პრინტის შესრულება ჩემი იდეა იყო. იდეა მაშინვე აიტაცა ირმამ და ულამაზესი აბრეშუმის კაბა გამოვიდა.

 

კარგია, როდესაც ხელოვნება ფუნქციურ მნიშვნელობას იძენს. ახლა ყველგან კლიმტის პრინტებს შეხვდებით, ყველაფერი აჭრელებულია. უკვე ჩვენთანაც ვითარდება ეს ხაზი და დიდი ხელოვნება დეკორში და სამოსში გადადის.

 

მე რომ ამ მიმართულებით მქონდეს ბიზნესი, სამოსზე ქართველი მხატვრების ნახატების პრინტებს გავაკეთებდი, იგივე ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის…

 

გამოფენის გახსნაზე ოსკარ ვაილდის სიტყვები ვთქვი: “ან უნდა იყო ხელოვნების ნაწარმოები, ან გამოიყურებოდე, როგორც ხელოვნების ნაწარმოები.” (იცინის) ეს მისია მე ავიღე.

 

No description available.

 

 

მამამ სიურპრიზად გამოფენაზე ნახა პირველად ეს კაბა. სხვათა შორის, გურამმა თავისი ნახატების პრინტები აბრეშუმის შარფებზე 80-იან წლებში გააკეთა.

 

პეტერბურგის დიდ გამოფენაზე ამ შარფებზე მოთხოვნა იყო. მაშინ ამას არავინ აკეთებდა. ერთხელ უცხოეთში მაისურებზეც ჰქონდა პრინტები გაკეთებული. აი, კაბაზე კი პირველად გაკეთდა გურამ დოლენჯაშვილის პრინტი.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +