19:43 | 2020-04-21 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

თენგიზ ცერცვაძის საგანგებო განცხადება მისი მისამართით წამოწყებულ კამპანიაზე

თენგიზ ცერცვაძის საგანგებო განცხადება მისი მისამართით წამოწყებულ კამპანიაზე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმის, ზურაბ გურიელის კრიტიკას სპეციალურად გამართულ ბრფინგზე ეხმაურება.

 

„ჩვენ კოლეგიალური პატივისცემის გამო არ ვპასუხობდით, მაგრამ როდესაც ის პრაქტიკულ საკითხს შეეხო, რომ თითქოს ჩვენი მკურნალობის პროტოკოლი არ ვარგებულა, არასწორად ვმკურნალობთ პაციენტებს, რაც აბსოლუტურად არ შეეფერება სინამდვილეს, ვალდებულად ჩავთვალეთ თავი, რომ პასუხი გაგვეცა, რათა ვინმეს არ ჰგონებოდა, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა.

 

მინდა საქართველოში მოქმედ ორ პროტოკოლს შევეხო:

 

ერთი – ეს არის თვითონ Covid-ის ნაკადების მართვის პროტოკოლი, კასკადი, ეს რამდენიმე პროტოკოლის ერთობლიობას შეიცავს: 112-ის, ოჯახის ექიმის, ცხელების ცენტრების, კოვიდ-ცენტრების და სხვა.

 

ეს გულისხმობს, რომ ნებისმიერ პიროვნებას, ვისაც აქვს რაიმე სიმპტომი Covid-ის, ან აქვს რაღაც რისკის ქცევა, შეუძლია მიმართოს 112-ს, ის გადაამისამართებს მას ოჯახის ექიმთან, ოღონდ არა ზოგადად ოჯახის ექიმთან, რომელიც 2 000-ზე მეტია, არამედ ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ოჯახის ექიმების ცენტრებთან, სადაც ტრეინინგგავლილი ექიმები არიან.

 

ისინი სატელეფონო ინტერვიუს ჩაუტარებენ პაციენტს და თუ დარწმუნდებიან, რომ ჩივილი არ არის სავარაუდოდ დაკავშირებული კოვიდთან, მას ამშვიდებენ და სახლში ყოფნას სთავაზობენ.

 

მაგრამ თუ არსებობს სულ მცირე ეჭვი დაავადების, მას აუცილებლად ამისამართებენ ცხელების ერთ-ერთ ცენტრში. ეს ძალიან ორიგინალური მიგნებაა ქართული მედიცინის და სახელისუფლებო ვერტიკალის.

 

ცხელების ცენტრში ხდება პაციენტის ტესტირება. მაქსიმუმ 24 საათი ყოვნდებიან პაციენტები ცენტრში. უფრო ხშირად 8, ან 12 საათის მანძილზე.

 

პაციენტს, აბსოლუტური სიზუსტით უდგინდება, ის ინფიცირებულია თუ არა. ინფიცირების შემთხვევაში, პაციენტი გადამისამართდება კოვიდ-ცენტრში, სადაც უმოკლეს დროში, 24 საათში უტარდება გამოკვლევა, ენიშნება მკურნალობა და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.

 

სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, ასეთი ნაკადების მოძრაობის სქემა არ არის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.  ჯერჯერობით, ეს მოქმედებს ძალიან ეფექტურად.

 

ვფიქრობ, რომ ამის დამსახურებაა ძირითადად, რომ დღეს საქართველოში არის მსოფლიოში ყველაზე ნაკლები ინფიცირებულთა რაოდენობა. ევროპის 53 ქვეყნიდან საქართველოს უკავია 49-ე ადგილი.

 

ჩვენზე ნაკლები ინფიცირებული და გარდაცვლილი ჰყავს მხოლოდ ისეთ ჯუჯა სახელმწიფოს, როგორიცაა ლიხტენშტეინი, მონაკო, ვატიკანი და მონტენეგრო.

 

რაც შეეხება უშუალოდ მკურნალობის პროტოკოლს, რომელსაც ეხებოდა ზურაბ  გურულის კრიტიკას, თენგიზ ცერცვაძე განმარტავს:

 

„ეს არის უშუალოდ კოვიდ ინფიცირებულის მკურნალობის პროტოკოლი, რომელიც შედგენილია ჩვენი ხელმძღვანელობით. ბატონი გურული აკრიტიკებდა საკმაოდ მოურიდებლად.

 

თითქოს, საქართველოში ინფიცირებულებს შეცდომით მკურნალობენ და მედიკამენტს შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანს.

 

ჩერჩილი ამბობდა, დემოკრატია მმართველობის ყველაზე საშინელი ფორმაა, მაგრამ უკეთესი არ არსებობს. ეს კარგად შეესაბამება პლაქვენილს.

 

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კოვიდის ეფექტურად სამკურნალო მედიკამენტი არ არსებობს და მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში ძიება.

 

ამ ფონზე, როდესაც ასეთი რადიკალური საშუალება არ არსებობს, პლაქვენილი ბევრის მიერ მიჩნეულია არსებულ მედიკამენტებს შორის საუკეთესოდ.

 

ჯერ კიდევ თებერვალში მივედით იმ დასკვნამდე, რომ არსებული რესურსიდან პლაქვენილი სხვებს სჯობდა და შევადგინეთ პროტოკოლი. ჩვენი გადაწყვეტილების სისწორე დაადასტურა შემდგომში ტრამპის განცხადებამ.

 

მან 1 თვის შემდეგ მოუწოდა მთელ მსოფლიოს რომ ამ მედიკამენტით დაიწყონ მკურნალობა. მას ჰყავს კომპეტენტურ მრჩეველთა ჯგუფი.

 

28 მარტს პლაქვენილს ოფიციალურად მისცა რეკომენდაცია ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტის ადმინისტრაციამ.

 

შესაბამისად, რასაც 1 თვე ვაკეთებდით, გამართლდა“, – აცხადებს ცერცვაძე.

 

 

⭕Live: თენგიზ ცერცვაძის ბრიფინგი

⭕Live: თენგიზ ცერცვაძის ბრიფინგი

Gepostet von Prime Time am Dienstag, 21. April 2020

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

X