23:44 | 2020-03-15 ავტორი: Prime Time

თენგიზ ცერცვაძემ ის მედიკამენტები დაასახელა, რომლითაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ

თენგიზ ცერცვაძემ ის მედიკამენტები დაასახელა, რომლითაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე იმ მედიკამენტებზე საუბრობს, რომელსაც კორონავირუსის სამკურნალოდ იყენებენ. მედიკამენტების შესახებ ცერცვაძემ „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

 

„რამდენადაც სხვა ქვეყნები იყენებენ ამ მედიკამენტებს, ჩვენც მივეცით ჩვენს თავს უფლება, რომ მათ მიერ რეკომენდებული საუკეთესო მედიკამენტი გამოივიყენოთ. მაგალითად, შიდსის სამკურნალო მედიკამენტი – ლოპინავი-რიტონავინი, მეორე – რიბავინი, რომელიც ცე ჰეპატიტის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება. მესამე – ხლოროხინი, დეზოქსი ხლოროხინი, რომელიც წარმატებით გამოიყენება რევმატიული და აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

 

რეკომენდებულ მედიკამენტთა შორის მან რენდესევინი გამოყო, რომელიც სპეციალურად ებოლას სამკურნალოდ არის შექმნილი, თუმცა ამ დაავადებაზე არ იმუშავა და ახლა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტური იქნება.

 

თენგიზ ცერცვაძემ ასევე მოსახლეობას მკაცრად გააფრთხილა, რომ პროფილაქტიკის მიზნით ეს მედიკამენტები არ გამოიყენონ.

 

დღეს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ერთ-ერთი აჭარაშია.

 

ამ ეტაპისთვის სულ დაინფიცირებულთა რაოდენობა 33, ხვალ განმეორებითი ტესტირებების შედეგად გაირკვევა გამოჯანმრთელდნენ თუ არა საბოლოოდ, N1 და N3 პაციენტები.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:       

საქართველომ ვირუსთან ბრძოლაში ევროპის ქვეყნებს აჯობა - შვეიცარიაში მყოფი ემიგრანტი
2020-03-15საქართველომ ვირუსთან ბრძოლაში ევროპის ქვეყნებს აჯობა - შვეიცარიაში მყოფი ემიგრანტი
           
რას ყვება ქართველი სტუდენტი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა
2020-03-15რას ყვება ქართველი სტუდენტი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები