23:06 | 2020-03-24 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

თენგიზ ცერცვაძე-საქართველოში მედიის ასეთი ეფექტური, დაბალანსებული და სამართლიანი ქმედება არ მინახავს

თენგიზ ცერცვაძე-საქართველოში მედიის ასეთი ეფექტური, დაბალანსებული და სამართლიანი ქმედება არ მინახავს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში მედიის ასეთი ეფექტური, დაბალანსებული და სამართლიანი ქმედება არ უნახავს.

 

მისივე თქმით, მთავრობის ნაბიჯები და გათვლები იყო სწორი და დროული.

 

„კარგად მუშაობს მასმედია. მე საქართველოში მედიის ასეთი ეფექტური, დაბალანსებული და სამართლიანი ქმედება არ მინახავს.

 

მართალია თავიდან იყო ნეგატიურად ანგაჟირებული საშუალებების მხრიდან პრობლემები, თუმცა იმდენად ეფექტური და საათივით აწყობილი იყო ყველაფერი, იმდენად დადებითი გამოხმაურებები იყო უცხოეთიდან, მათ ჩათვალეს, რომ თუ იმავენაირად გააგრძელებდნენ გაშუქებას, ეს მათივე საწინააღმდეგოდ იმუშავებდა.

 

ძალიან დიდი წვლილია მასმედიის იმ სიტუაციაში, რაც ახლაა შექმნილი“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X