17:03 | 2020-05-09 ავტორი: სალომე ნეფარიძე

თენგიზ ცერცვაძე საიდუმლოს ამხელს – რას ყვება ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი

თენგიზ ცერცვაძე საიდუმლოს ამხელს – რას ყვება ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსთნ ბრძოლის წარმატების საიდუმლო გაუთვალისწინებელ შეცდომებზე, ან ხარვეზებზე მყისიერი რეაგირებაა.

 

სასწრაფოების ექიმების დაინფიცირება იმანაც გამოიწვია, რომ მათ არ იცოდნენ კოვიდიანთან მიდიოდნენ თუ არაკოვიდიანთან.

 

ჩვენთან ხომ ყველაფერზე მყისიერი რეაგირება გვაქვს, ეს არის ჩემი აზრით ჩვენი წარმატების საიდუმლო, რომ როცა რაღაც შეცდომას, ან ხარვეზს, ან გაუთვალისწინებელ რაღაცას ნახულობენ მყისიერი რეაქცია ხდება.

 

როგორც კი ნახეს, რომ სასწრაფოებმა რომელიღაც ავადმყოფთან არ დაიცვეს თავის ისე, როგორც იცავენ კოვიდიანებთნ მყისვე მიიღეს ინსტრუქცია, რომ ყველა ავადმყოფი განიხილონ, როგორც კოვიდიანი. ეს იქნება ერთ-ერთი გზა ექიმების ინფიცირების შემცირების“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

ბოლო მონაცემებით საქართველოში ახალიკორონავირუსი 626 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 297 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 10 პაციენტი.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X