12:05 | 2020-03-24 ავტორი: თამთა თორდია

ტემპერატურის მატების გამო კახეთიდან თბილისის კლინიკებში სამი მოქალაქე გადაიყვანეს

ტემპერატურის მატების გამო კახეთიდან თბილისის კლინიკებში სამი მოქალაქე გადაიყვანეს

კახეთის საკარანტინო სივრციდან ერთი, ხოლო ბინიდან ორი მოქალაქე, მაღალი ტემპერატურით, თბილისში გადაიყვანეს – განცხადება ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა გააკეთა.

 

„დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან, არცერთია კახეთის რეგიონიდან, თუმცა საკარანტინო სივრციდან ერთი, ხოლო ბინიდან, მაღალი ტემპერატურით გადაყვანილია ორი პირი და ველოდებით შესაბამისი კვლევის პასუხებს“,- განაცხადა ხიზანიშვილმა.

 

რაც შეეხება, კახეთში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების კავშირს, მარნეულის შემთხვევასთან, ამ ეტაპზე კონტაქტი არ იკვეთება, თუმცა ეპიდემიოლოგები კვლევას ჯერ კიდევ განაგრძობენ.

 

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში თვითიზოლაციაში რჩება 403 მოქალაქე. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 401 პირი.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X