fbpx
18:00 | 2020-10-19 ავტორი: Prime Time

ტემპერატურამ 40 გრადუსამდე ამიწია – მამუკა ხაზარაძის მდგომარეობა დამძიმდა

ტემპერატურამ  40 გრადუსამდე ამიწია – მამუკა ხაზარაძის მდგომარეობა დამძიმდა

„ლელო საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ინფექციურ საავადმყოფოში გადავიდა. როგორც იგი თავად სოციალურ ქსელში წერს, მას გუშინ გვიან ღამით ტემპერატურა 40 გრადუსამდე აეწია, რის გამოც ექიმების რეკომენდაციით მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს.

 

„პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ამდენი სითბოსთვის, ყურადღებისთვის და სიყვარულისთვის, რომელიც ამ დღეებში თქვენგან ვიგრძენი. ჩემთვის თქვენი თითოეული გზავნილი ძალინ მნიშვნელოვანი იყო. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც უცნობი ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები ინტერესდებიან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით და თანადგომას გამოხატავენ – მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ ამისთვის.

 

ამ დროისთვის ვიმყოფები ექიმების დაკვირვების ქვეშ. ეს ადამიანები მართლაც რომ გმირები არიან. დღითიდღე ვრწმუნდები, რომ მხოლოდ მათი ძალისხმევით მოვიგებთ ბრძოლას covid19-თან.

 

თრომბოემბოლია, როგორც კორონავირუსის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გართულება - რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადების შესახებ
2020-10-19თრომბოემბოლია, როგორც კორონავირუსის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გართულება - რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადების შესახებ

 

გუშინ, გვიან ღამით, შედარებით ცუდად გავხდი, ტემპერატურამ დაახლოებით 40 გრადუსამდე ამიწია. მთელი დღე სიმპტომები არ მქონდა, თუმცა მოგვიანებით ვითარება შეიცვალა, აქედან გამომდინარე, ექიმების რეკომენდაციით გადავედი ინფექციურ საავადმყოფოში. პროფესიონალების დაკვირვების ქვეშ პროცესის მართვა ბევრად უსაფრთხოა.

 

ახლა სხვა პაციენტებთან ერთად ინფექციურ საავადმყოფოში გავდივარ covid19-ის მკურნალობის კურსს…

 

რაც მთავარია, covid-ი ხელს ვერ მიშლის, ჩართული ვიყო ჩვეულ აქტივობებში, მართალია, დისტანციურად, თუმცა დღევანდელ სამყაროში კომუნიკაცია ხშირ შემთხვევაში ასე უფრო მარტივი და ეფექტურია“,- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

 

მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი გრძელდება და ამ პროცესში იგი დისტანციურად ჩაერთვება.

 

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი 18 ოქტომბერს დაუდასუტრდა. ტესტირება ჩაიტარეს მისმა თანამშრომლებმაც. მათი ყველა პასუხი ტესტზე უარყოფითია. 

 

პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ამდენი სითბოსთვის, ყურადღებისთვის და სიყვარულისთვის, რომელიც ამ დღეებში თქვენგან ვიგრძენი….

Posted by მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze on ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2020

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X