17:08 | 2021-01-06 ავტორი: Prime Time

„ტელევიზორს ჩაუწიეო“ – სავარაუდოდ, ამ მოტივით მოკლა 21 წლის ბიჭმა 19 წლის ძმა (ვიდეო)

„ტელევიზორს ჩაუწიეო“ – სავარაუდოდ, ამ მოტივით მოკლა 21 წლის ბიჭმა 19 წლის ძმა (ვიდეო)

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა დღეს, თბილისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები.

 

როგორც ცნობილია, 21 წლის ბიჭმა ცივი იარაღით საკუთარი 19 წლის ძმა მოკლა.

 

როგორც „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტს მეზობლებმა უთხრეს, მკვლელობის სავარაუდო მოტივი ტელევიზორი გახდა.

 

„ორივე გადასარევი ბავშვი იყო, საშინელება მოხდა. სახლში იყვნენ, ერთი ტელევიზორს უყურებდა. როგორც ჩანს, ცოტა ხმა მაღალზე იყო ჩართული. უთქვია, ტელევიზორს ჩაუწიეო, ამას არ ჩაუწევია და შეკამათდნენ, რის გამოც დაჭრა და ვეღარ გადაარჩინეს ბავშვი“, – ყვება ერთ-ერთი მეზობელი.

 

ძმის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა.

 

ავტორი: Prime Time


X