fbpx
19:41 | 2020-09-27 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ტელევიზიით სოხუმის დაცემა მე გამოვაცხადე – ირინა სარიშვილი

ტელევიზიით სოხუმის დაცემა მე გამოვაცხადე – ირინა სარიშვილი

ირინა სარიშვილი, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.

 

„ამ დღეს – როცა სოხუმი დაეცა, ჯერ კიდევ ვიცე-პრემიერი ვიყავი. შევარდნაძე ჯერ ისევ სოხუმში იყო.

 

პრემიერი და სხვა წამყვანი მინისტრები სადღაც დაიმალნენ.

ბრიტანელი ფოტოგრაფის უიშვიათესი კადრები აფხაზეთის ომიდან - დღეს სოხუმი 27-ედ დაეცა
2020-09-27ბრიტანელი ფოტოგრაფის უიშვიათესი კადრები აფხაზეთის ომიდან - დღეს სოხუმი 27-ედ დაეცა

სოხუმის დაცემა სატელევიზიო დიქტორმა უნდა გამოაცხადოსო, ასე შემოთვალეს კურდღლებმა.

 

40 გრადუსი სიცხით, ფილტვების ანთებით, კაბინეტიდან წავედი ტელევიზიაში და სოხუმის დაცემა მე გამოვაცხადე: სოხუმი დაეცა, ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომი გრძელდება გამარჯვებამდე – ეს იყო ჩემი გამოსვლის ბოლო სიტყვები.

 

P.S. სახლში როცა დავბრუნდი, გიამ მითხრა, ისეთ ვიდზე იყავი, მგონი სოხუმის დაცემა გადაფარეო.

 

ამის შემდეგ ცოტა ხანში შევარდნაძემ ნაცვლად ბრძოლისა, საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნება ჯერ ჯაბა იოსელიანთან, შემდეგ კი რუსეთთან დაზავებით გადაწყვიტა და СНГ– ში შესვლა გამოაცხადა, რის მერეც პროტესტის ნიშნად მე და ყველა ჩემი თანაპარტიელი გადავდექით.

 

ამაზე და ყველაფერზე რაც მახსოვს, უფრო დეტალურად იმ წიგნში გაეცნობით, რომელსაც უკვე თითქმის ვასრულებ.“ – წერს ირინა სარიშვილი.

 

შეგახსენებთ, დღეს სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა.

 

ამ დღეს – როცა სოხუმი დაეცა, ჯერ კიდევ ვიცეპრემიერი ვიყავი. შევარდნაძე ჯერ ისევ სოხუმში იყო. პრემიერი და სხვა წამყვანი…

Posted by Irina Sarishvili on კვირა, 27 სექტემბერი, 2020

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X