
ტელეწამყვან „გოგიჩას“ (გიორგი გოგიჩაიშვილის) სახელობის ქუჩა გაიხსნა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნინი გოგიჩაიშვილი ავრცელებს.
„ყველა ბნელ დღეს – სინათლე მოსდევს, სევდას – სიხარული.
და შენი დატოვებული სიყვარული არის მ ა რ ა დ ი უ ლ ი. პ.ს ჩემი პატარა ანგელოზის ქუჩა გაიხსნა
მიყვარხარ მა.
და დიდი მადლობა ბაბუს და ყველა კეთილ ადამიანს ყურადღებისა და დაფასებისთვის
ჩვენთვისაც უდიდესი სიურპრიზი იყო ისე მოხდა ყველაფერი , ხალხის სიყვარულით და ინიციატივით“,- წერს ნინი გოგიჩაიშვილი.