17:26 | 2020-05-29 ავტორი: ნინი ტაველიძე

ტელეკომპანია CNN-ის გადამღები ჯგუფი პირდაპირი ჩართვისას დააკავეს – VIDEO

ტელეკომპანია CNN-ის გადამღები ჯგუფი პირდაპირი ჩართვისას დააკავეს – VIDEO

აშშ-ში ქალაქ მინეაპოლისში საპროტესტო აქციის გაშუქებისას პოლიციამ ტელეკომპანია CNN-ის გადამღები ჯგუფი პირდაპირი ჩართვისას დააკავა. ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი თავად ავრცელებს.

 

მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები დაურიგა, ჩასვლისას კი უკან დააბრუნებინა
2020-05-29მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები დაურიგა, ჩასვლისას კი უკან დააბრუნებინა

 

გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულია ტელეკომპანიის კორესპონდენტი, ოპერატორი და პროდიუსერი.

 

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც პოლიციამ ძალის გამოყენებით 46 წლის მამაკაცი, ჯორჯ ფლოდი დააკავა. ფლოდის დაკავების ვიდეომ აშშ-ის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია.

 

კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია. მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

 

განახლებული ინფორმაცია – 

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით მინესოტას შტატის გუბერნატორმა, ტიმ უოლცმა ბოდიში მოიხადა. მისი თქმით, პოლიციის მხრიდან მსგავსი ქმედება მიუღებელია.

ქალაქ მინეაპოლისის პოლიციამ CNN-ის გადამღები ჯგუფი გაათავისუფლა.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +