13:21 | 2020-03-31 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

თელავის რეფერალური საავადმყოფო კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს აღარ მიიღებს

თელავის რეფერალური საავადმყოფო კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს აღარ მიიღებს

თელავის რეფერალური საავადმყოფო ახალი კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს აღარ მიიღებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა.

 

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეფერალური საავადმყოფო ე.წ ცხელების ცენტრი აღარ იქნება.

 

„კახეთში ეპიდემიოლოგიური ანალიზის შედეგად გადაწყდა, რომ საავადმყოფო აღარ მიიღებს კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტებს და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას“, – ამბობს ხიზანიშვილი.

 

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში, კახეთში პაციენტების მისაღებად ოთხი საავადმყოფო იყო გამოყოფილი.

 

დღევანდელი გადაწყვეტილებით, ცხელების ცენტრი რჩება თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკასა და საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“, სადაც პაციენტების მისაღებად ბოქსირებული პალატები უკვე მოწყობილია.

 

ჯერჯერობით, კახეთში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 

კარანტინში მოთავსებულია 684, ხოლო თვითიზოლაციაში 183 მოქალაქე იმყოფება.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X