15:01 | 2021-04-13 ავტორი: Prime Time

„თელასის“ საგანგებო განცხადება – როგორ ისარგებლებენ ახალი და მოქმედი აბონენტები მომსახურებით

„თელასის“ საგანგებო განცხადება – როგორ ისარგებლებენ ახალი და მოქმედი აბონენტები მომსახურებით

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად და COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სს „თელასი“ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის, – ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, 14 აპრილიდან „თელასის“ მომსახურების ცენტრებში მომხმარებელთა მიღება დროებით შეჩერდება. კომპანიის მომხმარებლები სრულყოფილი დისტანციური მომსახურებით ისარგებლებენ.

არასწორია აზრი, რომ კოვიდი მეორედ არ შეგხვდებათ - „რეინფიცირების შემთხვევები იზრდება“
2021-04-13არასწორია აზრი, რომ კოვიდი მეორედ არ შეგხვდებათ - „რეინფიცირების შემთხვევები იზრდება“

 

„კომპანიის მომსახურების მიღება შესაძლებელია call-ცენტრის (2 77-99-99), კომპანიის ოფიციალური facebook-გვერდის (ს.ს თელასი – ოფიციალური გვერდი) და ვებგვერდის (www.telasi.ge) მეშვეობით.
ნებისმიერი განცხადების გაგზავნა კომპანიაში შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე telasi@telasi.ge.

 

ვებგვერდზე (my.telasi.ge.) რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია ონლაინ რეჟიმში განცხადების შევსება ახალ აბონენტად დარეგისტრირებისა და გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესახებ.
სს „თელასი“-ს ყველა შესაბამისი სამსახური შეუფერხებლად მუშაობს თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი: Prime Time


X