14:45 | 2020-06-02 ავტორი: ნინი ტაველიძე

ტეხასის პოლიციის უფროსმა საპროტესტო აქციის მონაწილეებთან ერთად მუხლი მოიდრიკა და ილოცა

ტეხასის პოლიციის უფროსმა საპროტესტო აქციის მონაწილეებთან ერთად მუხლი მოიდრიკა და ილოცა

ტეხასის ფორტ-უერთის პოლიციის მეთაური, ედ კრაუსი საპროტესტო აქციის მონაწილეებს ესაუბრა და მათთან ერთად მუხლი მოიდრიკა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 

კომენდანტის საათის მიუხედავად, ქალაქში 125 ადამიანი იყო შეკრებილი, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებდნენ.

 

თეთრკანიანი ამერიკელები ფერადკანიანების წინ მუხლებზე დადგნენ და ბოდიში მოუხადეს - ემოციური ვიდეო
2020-06-01თეთრკანიანი ამერიკელები ფერადკანიანების წინ მუხლებზე დადგნენ და ბოდიში მოუხადეს - ემოციური ვიდეო

 

მანამდე, სანამ კრაუსი აქციის მონაწილეებს ესაუბრებოდა, პოლიციის სხვა ოფიცრები ველოსიპედებიდან გადმოვიდნენ, მუხლი მოიდრიკეს და მათთან ერთად ილოცეს.

 

შემდეგ კრაუსმა ბრძანება გასცა და ოფიცრებმა ტერიტორია დატოვეს.

 

„ვფიქრობ ეს კარგი ნაბიჯი იყო. იმედი მაქვს ეს ყველაფერი აზრიანი იყო და ადამიანებმა ჩვენი გული დაინახეს. ჩვენ ვხედავთ მათ გულებს, ვხედავთ იმას, თუ როგორ იტანჯებიან. ვფიქრობ, ეს უკეთესი საზოგადოების შექმნაში დაგვეხმარება“,- ამბობს კრაუსი.

 

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაიცვალა. მის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობა მოჰყვა.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X