19:40 | 2021-04-28 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ჭყონდიდის ეპარქიაში არსებული 9-წლიანი დაპირისპირების ქრონიკა – ეპარქიიდან წასული მამაო დუმილს არღვევს!

ჭყონდიდის ეპარქიაში არსებული 9-წლიანი დაპირისპირების ქრონიკა – ეპარქიიდან წასული მამაო დუმილს არღვევს!

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებამ საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა, სანამ სასულიერო პირები მეუფე სტეფანეს დაუპირისპირდებოდნენ, მანამდეც ეპარქიაში ხმაური იყო – სწორედ იგივე სასულიერო პირებმა – მამა დანიელმა და მამა ათინოგენემ დაუმორჩილებლობა ჭყონდიდში დროებით მივლენილ სასულიერო პირს – გრიგოლ კაციას გამოუცხადეს, რომელმაც ეპარქია შემდეგი ფრაზით დაახასიათა “სამწუხაროა, რომ ამ ეპარქიაში არის აგრესია და სიძულვილი. ის ბერები და მღვდელმსახურები, ვინც ერთად გაიზარდა და მოღვაწეობენ, ერთმანეთს არ ესალმებიან.”, ამის შემდეგ, ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) წალკაში დაბრუნდა…

 

 

 

თუმცა, ეპარქიაში არც მანამდე ყოფილა მშვიდი სასულიერო ცხოვრება: 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებამდე ჭყონდიდში მოღვაწე სასულიერო პირების დიდმა ნაწილმა მეუფე პეტრესთან უთანხმოების გამო ეპარქია დატოვა.

 

მაშინ ამის მიზეზი მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მოთხოვნა გახდა – ჩართულიყვნენ მაშინდელი მმართველი პარტიის (ნაციონალური მოძრაობის) მხარდასაჭერად საარჩევნო კამპანიაში. პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის წინააღმდეგი 30 სასულიერო პირი იყო. როგორც “პრაიმტაიმთან” საუბარში ჭყონდიდის ეპარქიიდან წასული და ამჟამად, გუდაურის ტაძრის წინამძღვარი მამა გრიგოლ დარსალია ამბობს, მათ ყოველგვარი ხმაურის გარეშე, მეუფე პეტრესთან უთანხმოების მოგვარება სცადეს, თუმცა აპოლიტიკური მღვდლების პოზიციით გაღიზიანებულმა მიტროპოლიტმა სასულიერო პირებს ეპარქიიდან წასვლა მოსთხოვა. მოსთხოვა და დატოვეს კიდეც… მაშინ, წასულებს დარჩენილი ორი მღვდელი – მამა დანიელი და მამა ათინოგენე დაუპირისპირდა. ამტკიცებდნენ, რომ მაღალი იერარქის მორჩილებს დაბალი იერარქების ვალდებულება იყო…

 

2012 წლის მოვლენებზე სასაუბროდ “პრაიმტაიმი” მამა გრიგოლს დაუკავშირდა, რომელმაც დუმილის დარღვევა ერთადერთი მიზნით გადაწყვიტა – ორადგაყოფილ, დაბნეულ და ეკლესიიდან წამოსულ მრევლს სიმართლე უამბოს…

 

“მაგ პერიოდში ინჩხურის ტაძრის წინამძღვარი ვიყავი. ჩემსა და მეუფე პეტრეს შორის დაპირისპირება მოხდა იმაზე, რომ არ ვეთანხმებოდი ჩემს პოლიტიკაში ჩარევას, ასევე იღუმენია თამარის წერილებს პატრიარქზე.  პოლიტიკაში ჩარევა არაა ჩვენი, სასულიერო პირების საქმე, თუ ოდესმე ერეოდნენ, ერეოდნენ მაშინ, თუ მწვალებლობას ჰქონდა ადგილი და არა იმაზე, თუ ვინ გახდებოდა დეპუტატი, გრიგორენკოს ჩამოსვლის დროს, ჭყონდიდის ეპარქიიდან ჩასულმა მონაზვნებმა რომ დროშები აქციაზე აფრიალეს.

 

ამ ყველაფერის გამო ეპარქია 30-მა სასულიერო პირმა დავტოვეთ, მათ შორის იყო მამა ილია მარგველაშვილი, რომლის უდიდესი მეოხებითაც ჭყონდიდის ეპარქიაში აღმშენებლობა დაიწყო. ის ძალიან დიდი ავტორიტეტი იყო მეუფე პეტრესთვის, მაგრამ არჩევნები რომ წააგეს, მერე აღარავის დანახვა უნდოდა…

 

მე მეუფე პეტრემ მითხრა, არაფერში მჭირდები, სადაც გინდა წადიო. მას კელიაში შევხვდი, ვუთხარი რომ  სოფლებში ბერებმა აქციაზე წასასვლელი ხალხი არ უნდა აგროვონ-მეთქი და განრისხდა. წამოვედი, ფაქტობრივად ქუჩაში ვიყავი, მეუფე პეტრეს და მე პატრიარქი უნდა გვენახა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, ამიტომ 2012 წლის 24 დეკემებერს პატრიარქს თავად შევხვდი, 25 დეკემბერს წირვაზე მეუფე პეტრეც მოვიდა, უთხრა რომ მე უნამუსო კაცი ვარ და არ ვემორჩილები, პატრიარქმა დაამშვიდა და მირჩია ისევ მეუფე პეტრესთან დაბრუნებულიყავი, მაგრამ უარი ვთქვი. მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი ძალიან მიყვარს და მე ის სწორედ მეუფე პეტრემ შემაყვარა – მოგვიწოდებდა ხოლმე შეეხეთ, ცოცხალი წმინდანიაო.

 

მერე მითხრა შენი პატრიარქი რუსეთის აგენტია, რაც შეეხება როლანდ ახალაიას და თავის ოჯახს, ისეთივე წმინდანები არიან, როგორც – ამბროსი აღმსარებელი (ხელაია) და ილია ჭავჭავაძეო. ღმერთმა ინებოს, ამბროსი აღმსარებლისა და ჭავჭავაძის ნაირი მთელი საქართველოს მოსახლეობა იყოს, მაგრამ მას ვინც კვერს დაუკრავს იმის მხარეს არის, თორემ პირდაპირ გეტყვით – პატრიარქი რომ უყვარდა, ისე ახალაიები არ ყვარებია, მაგრამ მოუნდა და გინება დაუწყო…მე პირადად ისე ვუყვარდი, რომ მეუფის “ლუბიმჩიკს” მეძახდნენ, მაგრამ ერთი ხელის მოსმით დაასრულა ეს ყოველივე…

 

ვინ (არ) ტოვებს ჭყონდიდის ეპარქიას - ორად გაყოფილი სამღვდელოება საპატრიარქოდან „თეთრი კვამლის ამოსვლას“ ელოდება - (ყველა დეტალი)
2021-04-06ვინ (არ) ტოვებს ჭყონდიდის ეპარქიას - ორად გაყოფილი სამღვდელოება საპატრიარქოდან „თეთრი კვამლის ამოსვლას“ ელოდება - (ყველა დეტალი)

 

ახლა, ზვიად გამსახურდიას რომ აქებს, მე მისი სახელის ხსენება ამიკრძალეს. შევარდნაძის მხარდამჭერი იყო დეპუტატობაზე სენაკში კენჭსაც იყრიდა იმ დროს. ახლა, ზვიადის მამიდებელი გახდა. რა უნდა ვიფიქროთ გარდა იმისა, რომ ფარისეველია და რა უნდა გავაკეთოთ მისთვის ლოცვაში მოხსენიების მეტი?” – ამბობს მამა გრიგოლი.

 

ვინ არის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი კეკუტია და რა კავშირი აქვს სალხინოს მამათა მონასტერთან

 

ეს ის კითხვაა, რომელიც ბოლო დროს, ყველაზე აქტუალური გახდა. სწორედ ამიტომ, მამა გრიგოლი იხსენებს იმ დეტალებს, რაც ბიზნესმენის შესახებ იცის. 

 

მეუფე პეტრესგან ვიცი, რომ მარტვილში მეუფის რეზიდენცია თავიდან ბოლომდე კეკუტიას გაკეთებულია და ასევე, მარტვილის შესასვლელში აღმართული ჯვარიც. ისინი მეგობრობდნენ, როცა მეუფე პეტრე ტელევიზიას (ერთსულოვნება) აკეთებდა, მოსკოვში ის კეკუტიას რამდენჯერმე შეხვდა და ის ეხმარებოდა.

 

იყო პერიოდი, როცა წაჩხურუს ტაძარში წირვა დავიწყეთ, ერთმანეთს მე და მამა ანგია ვენაცვლებოდით. ერთხელაც, მეუფე პეტრემ ერთ-ერთ ბერთან დარეკა, კლიმენტი კეკუტია მოდის და დახვდითო, მან სახლში წაგვიყვანა და ძალიან თბილი შეხვედრა შედგა. ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა მასთან.

 

მერე კეკუტიასა და მეუფე პეტრეს შორის რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ ყოვლად ამაზრზენი იყო ის კადრები, სადაც ისმოდა სასულიერო პირის ხმა, რომ ის ტაძარში არ შეეშვათ… წაჩხურუს ეკლესიაში ასვლა მოხუცებს და ბავშვებს რომ უჭირდათ, თავისი ხარჯებით სწორედ კლიმენტი კაკუტიამ უფასო სამარშრუტო ტაქსი დანიშნა. მასზე ცუდი მეუფე პეტრესგან არ გამიგია.

 

დასჯილი სასულიერო პირები, რომლებიც ეპისკოპოს გრიგოლ კაციას და მეუფე სტეფანეს უპირისპირდებიან… 

 

კლიმენტი კეკუტია: მეუფე პეტრემ მომახალა, ვინც მილიონ დოლარს მომიტანს სააკაშვილთან ჩავახუტებო
2021-04-26კლიმენტი კეკუტია: მეუფე პეტრემ მომახალა, ვინც მილიონ დოლარს მომიტანს სააკაშვილთან ჩავახუტებო

 

“მამა დანიელი და მე ერთდროულად აღვიკვეცეთ. ის ძალიან მშრომელია ძალიან. როცა მოვდიოდი ეპარქიიდან მამა დანიელმა მითხრა, უნდა დაემორჩილო, რადგან მეუფეაო, ახლა რომ უპირისპირდება მეუფე სტეფანეს მეუფე აღარ არის რომ არ ემორჩილებიან?!

 

  • მეუფე პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიაში 2006 წლის 21 დეკემბრიდან 2019 წლის 31 ოქტომბრამდე მოღვაწეობდა. სინოდმა ჭყონდიდელ მიტროპოლიტს მღვდელმსახურების უფლება მას შემდეგ შეუჩერა, რაც პატრიარქის მიმართ უხამსი გამონათქვამები გააჟღერა.

 

  • პეტრე ცაავას შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიაში ეპისკოპოსის მოვალეობას გრიგოლ კაცია 2021 წლის 14 თებერვლამდე ასრულებდა. მან სინოდს თვითონ მიმართა უკან, წალკაში დაბრუნების თხოვნით, იმის გამო, რომ ჭყონდიდში ეპარქიის მღვდელმთავრებისა და მრევლის ნაწილმა ვერ მიიღო.
  • „სამწუხაროა, რომ ამ ეპარქიაში არის აგრესია და სიძულვილი. ის ბერები და მღვდელმსახურები, ვინც ერთად გაიზარდა და მოღვაწეობენ, ერთმანეთს არ ესალმებიან”, – ასე აღწერდა წალკაში დაბრუნების შემდეგ გრიგოლ კაცია ჭყონდიდის ეპარქიაში არსებულ ვითარებას.

2021 წლის 14 თებერვლიდან ჭყონდიდში ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი მეუფე სტეფანე ჩავიდა, რომელმაც ერთ-ერთ პირველ განცხადებაში თქვა, რომ „ჭყონდიდის საკრალურობა უნდა დასრულდეს”.

 

„ნუ იდორბლები, ცოტა დისტანცია დაიკავე
2021-04-21„ნუ იდორბლები, ცოტა დისტანცია დაიკავე", „აბა შენ ნუ ყარხარ, დაიბანე" - სიტყიერი დაპირისპირება მეუფე სტეფანესა და ამბოხებულ სასულიერო პირებს შორის

 

თუმცა ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას დადასრული არ უჩანს…

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X