fbpx
16:12 | 2020-09-01 ავტორი: თამთა თორდია

ჭიათურაში, ღია საკალათბურთო მოედანი და სარეკრეაციო სივრცე მოეწყო

ჭიათურაში, ღია საკალათბურთო მოედანი და სარეკრეაციო სივრცე მოეწყო

ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივითა და დაფინანსებით, ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე ცენტრალური დამყვანი ფაბრიკის (ცდფ) მიმდებარე ტერიტორიაზე ღია საკალათბურთო მოედანი და სარეკრეაციო სივრცე მოეწყო.

 

ტერიტორია შემოიღობა, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები და გარეგანათება, ასევე, მოეწყო საგულშემატკივრო სივრცე.

 

„ჯორჯიან მანგანეზისთვის“ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და ჭიათურელი ახალგაზრდების სპორტულ აქტივობებში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

გაზაფხულზე, მოსახლეობასთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჭავჭავაძის ქუჩაზე ახალგაზრდებისთვის საკალათბურთო მოედანი მოგვეწყო. კომპანიამ სრულად აიღო თავის თავზე ფინანსური პასუხისმგებლობა და დღეს ქალაქში ერთით მეტი სტადიონი გვაქვს. იმედი მაქვს, ეს ტერიტორია ახალგაზრდებისთვის საყვარელი თავშეყრის ადგილი გახდება“,- აღნიშნა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

 

ახალგახსნილ სტადიონზე პირველი ამხანაგური მატჩი კალათბურთში 3 სექტემბერს გაიმართება.

 

ცდფ-ს სტადიონის გახსნა

✅ჭიათურაში, ცენტრალური დამყვანი ფაბრიკის (ცდფ) მიმდებარე ტერიტორიაზე ღია საკალათბურთო მოედანი და სარეკრეაციო სივრცე მოეწყო.

Posted by ჯორჯიან მანგანეზი – Georgian Manganese on სამშაბათი, 01 სექტემბერი, 2020

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X