10:07 | 2020-07-30 ავტორი: Prime Time

ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სატესტო რეჟიმით მოძრაობა დაიწყო

ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სატესტო რეჟიმით მოძრაობა დაიწყო

ახლადრეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე მუნიციპალური ტრანსპორტი ახალი სამოძრაო სქემით სატესტო რეჟიმში მოძრაობს.

 

30 ივლისიდან, სამი ღამის განმავლობაში, 00:30-დან  04:00 საათამდე, მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც  ფარავს ჭავჭავაძის გამზირს და მიმდებარე ტერიტორიას,  ახალი სქემის მიხედვით იმოძრავებს. სატესტო პროცესში მუნიციპალური ავტობუსების 12  საავტობუსე ხაზის ყველა მძღოლი იქნება ჩართული.

 

1 აგვისტოდან კი, მუნიციპალური ტრანსპორტი ახალი სქემის მიხედვით დაიწყებს მგზავრთა მომსახურებას და სამანქანო მოძრაობის საპირისპიროდ, სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლში იმოძრავებს.

ჭავჭავაძეზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება - ნახეთ, როგორ შეძლებთ გადაადგილებას
2020-06-06ჭავჭავაძეზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება - ნახეთ, როგორ შეძლებთ გადაადგილებას

 

მუნიციპალური ავტობუსების სატესტო პროცესს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი მოადგილესთან, პაატა ბეჟანიშვილთან ერთად დაესწრო.

 

„დღეიდან, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსების მოძრაობის ტესტირება ახალი სამარშრუტო სქემით იწყება. ტესტირებას გაივლის ყველა იმ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლი, რომელიც ამ მარშრუტებზე მოძრაობს.

 

ეს არის სტანდარტული პროცედურა – ყველა მარშრუტზე რაიმე სიახლე როდესაც ინერგება, მძღოლების წინასწარ მომზადება ხდება. ეს პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და 1 აგვისტოდან, ავტობუსები მოძრაობას დაიწყებენ ახალი სამარშრუტო სქემით“,  – განაცხადა გიორგი შარკოვმა.

 

 

R

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X