fbpx
17:22 | 2020-12-03 ავტორი: Prime Time

„ჭარბი წონა ჰქონდა, თანმხლები დაავადებების შესახებ არ იცოდა“ – ახალი დეტალები 24 წლის კორონავირუსით გარდაცვლილ გოგოზე

„ჭარბი წონა ჰქონდა, თანმხლები დაავადებების შესახებ არ იცოდა“ – ახალი დეტალები 24 წლის კორონავირუსით გარდაცვლილ გოგოზე

24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკური დირექტორი დეტალურად საუბრობს.

 

ლიკა მუმლაძის განმარტებით, პაციენტმა არ იცოდა თუ რა თანმხლები დაავადებები ჰქონდა მას, რამაც ჯანმრთელობა მკვეთრად დაუმძიმა.

 

„ჩვენს კლინიკაში პაციენტი 18 ნოემბერს სასწრაფომ შემოიყვანა. რესპირატორული ჩივილებით გადმოიყვანეს ტესტირებისთვის – ჰქონდა მაღალი ცხელება, სუნთქვის გაძნელება, ხველა, ფილტვების ანთებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

 

ჩვენთან მოყვანამდე, პაციენტი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მიიყვანეს, სადაც ანტიგენზე სწრაფი ტესტი ჩატარდა, რომელიც ნეგატივი იყო. შემდგომ იგივე სასწრაფოს ბრიგადით ჩვენთან გადმოიყვანეს, შემდგომი PCR-კვლევისთვის და კლინიკური კვლევების გაღრმავებისთვის. დაუდასტურდა კოვიდ-19. მას ფილტვების ორმხრივი დაზიანება ჰქონდა, საკმაოდ ცუდი ლაბორატორიული მონაცემები. დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ განყოფილებაში მოთავსდა და ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

 

რა უჯდება სახელმწიფოს ერთი კოვიდპაციენტის მკურნალობა
2020-12-03რა უჯდება სახელმწიფოს ერთი კოვიდპაციენტის მკურნალობა

 

რაც შეეხება თანმხლებ დაავადებებს, გოგონა იყო ჭარბი წონის. თავად არ ჰქონდა დადასტურებული ინფორმაცია დაავადებებზე, ანამნეზის ჩაკითხვისას დაავადებებს ხაზს არ უსვამდა და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ამაზე ინფორმაცია არ ჰქონდა. მხოლოდ იმ ავადობას აღწერდა, რაც ჩვენთან მოხვედრამდე ჰქონდა“, – ამბობს ლიკა მუმლაძე.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X