fbpx
21:53 | 2020-10-04 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

„თბილისშიც ანალოგიური აფეთქება იქნება კორონავირუსის, როგორც ბათუმში“ – კლინიკა „მედალფას“ რეგიონული ხელმძღვანელი

„თბილისშიც ანალოგიური აფეთქება იქნება კორონავირუსის, როგორც ბათუმში“ – კლინიკა „მედალფას“ რეგიონული ხელმძღვანელი

„რეალური კონტურები ისახება, რომ თბილისშიც ანალოგიური აფეთქება იქნება როგორც ბათუმში.“ – ამის შესახებ კლინიკა „მედალფას“ აჭარა-გურიის რეგიონული კლინიკის ხელმძღვანელმა და ბათუმის საკრებულოს ენმ – ს წევრმა ლევან ანთაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

„თუ არ ვცდები 1 სექტემბერი იყო, როდესაც ბათუმში კორონავირუსის 21 შემთხვევა დაფიქსირდა და მაშინ ვთქვი, რომ 300 გადააჭარბებდა შემთხვევათა რაოდენობა.

 

სამწუხაროდ ასეც მოხდა. ეს ციფრები მოსალოდნელი იყო, რადგან ამის პროგნოზირება საერთაშორისო პრაქტიკიდან ხდება.

 

Exclusive: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა
2020-10-03Exclusive: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

 

გამოწვევები ბევრია. მძიმე პაციენტების მართვის პრობლემაა, რომელზეც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობს და მისი რეანიმაციული განყოფილება გადავსებულია. ასევე პრობლემად რჩება პისიარ ტესტებისა და პასუხების საკითხი.

 

სავარაუდოდ თბილისში იქნება მნიშვნელოვანი გავრცელება. ამიტომ აჭარის მოდელი უნდა გავაკეთოთ იდეალური, რომ შემდეგ მისი გადატანა მოხდეს თბილისზე. რეალური კონტურები ისახება, რომ თბილისშიც ანალოგიური აფეთქება იქნება, როგორც ბათუმში.“ – განაცხადა ლევან ანთაძემ.

 

შეგახსენებთ, ლევან ანთაძეს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევიდან 370 აჭარაში, 65 თბილისში, 63 კი იმერეთში დაფიქსირდა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

X