12:18 | 2020-06-03 ავტორი: Prime Time

თბილისში უიშვიათესი ვირუსით 2 წლის ბავშვი დაიღუპა

თბილისში უიშვიათესი ვირუსით 2 წლის ბავშვი დაიღუპა

თბილისში ორი წლის ბავშვი უიშვიათესი ვირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა.

 

ბავშვი გურიის ერთ-ერთი სოფლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელი იყო.

 

სკოლამდელი აღზრდის ცენტრში „პრაიმტაიმს“ უთხრეს, რომ ბავშვის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა.

 

ის ჯერ ბათუმის საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში გადმოიყვანეს.

 

ბავშვს თავზე ორი ოპერაციაც ჩაუტარდა, საბოლოოდ კი მას ვირუსული მენინგოკოქცემიის უიშვიათესი ფორმა დაუდგინეს.

 

ბავშვი იაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში დაიღუპა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X