fbpx
11:37 | 2020-09-15 ავტორი: Prime Time

თბილისში ცნობილი „კანონიერი ქურდი“ დაიღუპა – ვინ იყო „ჩაი-ჩაი“

თბილისში ცნობილი „კანონიერი ქურდი“ დაიღუპა – ვინ იყო „ჩაი-ჩაი“

თბილისში ცნობილი „კანონიერი ქურდი“ ჯემალ შავლაძე 82 წლის ასაკში დაიღუპა.

 

ის გასულ კვირას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. „კანონიერი ქურდი“ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შედეგად გარდაიცვალა. ის თემქაზე, საავადმყოფოში მკურნალობდა და იქვე დაიღუპა.

 

შავლაძეს კრიმინალურ წრეებში „ჩაი-ჩაის“ მეტსახელით იცნობდნენ. 1980-90-იანი წლების თბილისში ის საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობდა გოგი ჩიქოვანთან და პაატა ჩლაიძესთან ერთად.

 

„ჩაი-ჩაი“ „კანონიერ ქურდად“ 28 წლის ასაკში, 1966 წელს ირაკლი იშხნელმა და გურამ მდივანმა „მონათლეს“.

 

თავად შავლაძემ კი კრიმინალური გვირგვინი დაადგა არაერთ თბილისელ „კანონიერ ქურდს“, მათ შორის მომღერალ ქეთა თოფურიას მამას, ანდრო თოფურიას.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X