23:53 | 2021-07-13 ავტორი: თამარ ბუჩუკური

თბილისში ცნობილი ექიმი გარდაიცვალა – საუკეთესო მედიკოსს მეგობრები ემშვიდობებიან

თბილისში ცნობილი ექიმი გარდაიცვალა – საუკეთესო მედიკოსს მეგობრები ემშვიდობებიან

სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება – ცნობილი ექიმი-დერმატოლოგი, თეონა შულაია გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი კოლეგა, ექიმი თამარ ებანოიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

“თეონა…

 

…თითქმის 20 წელი ერთად, მუდამ ხალისიანი, მომღიმარი, პოზიტიური…

 

ვუსამძიმრებ ყველას… დღეს საუკეთესო გოგომ, უზადო ექიმმა, მეგობარმა დაგვტოვა..ძალიან, ძალიან, ძალიან გაგვიჭირდება შენი წასვლის შეგუება.

 

ღმერთმა გაანათლოს შენი ლამაზი სული ჩემო საყვარელო თეონა…” – წერს თამარ ებანოიძე.

 

როგორც “პრაიმტაიმს” კოლეგა მედიკოსებმა უთხრეს, თეონა შულაია ავთვისებიანი სიმსივნით დაიღუპა.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X