23:25 | 2020-04-19 ავტორი: ალექსი ქამადაძე

თბილისში, შუახნის ქალი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა

ცოტა ხნის წინ თბილისში, სავარაუდოდ ბრმა ტყვიას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

შემთხვევა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები მუშაობენ.

 

მეზობლების გადმოცემით, ქალი კორპუსის მე-8 სართულზე საკუთარ ბინაში იმყოფებოდა, როდესაც გასროლის ხმა გაისმა და ტყვია მოულოდნელად მის ფანჯარაში შევარდა.

 

შუახნის ქალს სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

 

მომხდართან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს. შსს-ში განგვიმარტეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X