17:58 | 2020-05-21 ავტორი: Prime Time

თბილისში მომხდარ გახმაურებულ საქმეზე „კანონიერ ქურდს“ ბრალი წარედგინა

თბილისში მომხდარ გახმაურებულ საქმეზე „კანონიერ ქურდს“ ბრალი წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად საზღვარგარეთ მყოფ 1974 წელს დაბადებულ გ.გ-ს „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა – ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შსს-დან აცნობეს.

 

„რომ გამაჩინეს იმენა ქუჩაში დამდეს და იმის მერე ქურდებთან ვიზრდები ბიჭო“ - სკანდალური ჩანაწერი
2020-05-20„რომ გამაჩინეს იმენა ქუჩაში დამდეს და იმის მერე ქურდებთან ვიზრდები ბიჭო“ - სკანდალური ჩანაწერი

 

„სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 მაისს 13 პირი დააკავა, ხოლო 21 მაისს, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ბრალი კიდევ ერთ პირს წარუდგინა.

 

დანაშაული 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გ.გ-ს მიმართ გამოცხადდება ძებნა.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, რომლებიც სისტემატურად ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას.

 

თბილისელი „კანონიერი ქურდის“ ცოლმა გვარი „კორლეონედ“ გადაიკეთა
2020-04-16თბილისელი „კანონიერი ქურდის“ ცოლმა გვარი „კორლეონედ“ გადაიკეთა

 

კერძოდ, სხვადასხვა შემთხვევაში, ფინანსურ დავებთან დაკავშირებულ უთანხმოებაში ერთვებოდნენ და ქურდული გარჩევების გზით, მოქალაქეებს თანხებს სისტემატურად სძალავდნენ, ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“ გ.გ-ს. რომელიც სხვადასხვა დავებთან დაკავშირებით იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს.

 

გამოძიება მიმდინარეობს „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე“, – აცხადებენ შსს-ში.

 

ცნობისთვის: 46 წლის გია გოგელიანი „კანონიერ ქურდად“ 2000 წელს, 25 წლის ასაკში რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში „აკურთხეს“.

 

ბოლოს საქართველოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2006 წელს დააკავეს. ციხეც და ქვეყანაც 2013 წლის აპრილში დატოვა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +