22:15 | 2021-08-25 ავტორი: Prime Time

თბილისში მერობის ძალიან საინტერესო კანდიდატი გვეყოლება – გახარია

თბილისში მერობის ძალიან საინტერესო კანდიდატი გვეყოლება – გახარია

თბილისში ძალიან საინტერესო კანდიდატი გვეყოლება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ბათუმში განაცხადა.

 

„რა თქმა უნდა, თბილისში გვეყოლება მერობის კანდიდატი და ძალიან საინტერესო კანდიდატი გვეყოლება. ვნახოთ“, – განაცხადა გახარიამ.

 

ცნობისთვის, დღეს, პარტიამ „საქართველოსთვის“ აჭარის რეგიონში მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

 

რამდენიმე ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარიას გუნდი თბილისის მერობის კანდიდატად აჩი არველაძეს განიხილავდა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X