12:21 | 2020-09-24 ავტორი: Prime Time

თბილისში, მარტოხელა მოხუცმა ფართი კომპანიას მიაქირავა და აი, რა აღმოჩნდა სარდაფში

თბილისში, მარტოხელა მოხუცმა ფართი კომპანიას მიაქირავა და აი, რა აღმოჩნდა სარდაფში

ეს ამბავი რამდენიმე დღის წინ თბილისის ცენტრში მოხდა. 80 წლის მარტოხელა მოხუცმა კაცმა საკუთარი ფართი კომპანიას ოფისის მოსაწყობად მიაქირავა.

 

კომპანიის თანამშრომლებმა ფართის დასუფთავება დაიწყეს, მათ შორის სარდაფის, სადაც მათ მოულოდნელი სურათი დახვდათ.

 

სარდაფში სხვადასხვა დამტვერილ ნივთებს შორის საბჭოთა დროინდელი საბრძოლო მასალა იპოვეს, თანაც არაერთი.

 

კომპანიის თანამშრომლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, დაკითხეს ფართის მეპატრონე მოხუციც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ვის ეკუთვნის, ან ვინ და როდის შეინახა ძველი საბრძოლო მასალა სარდაფში.

ავტორი: Prime Time


X