
საქართველოს დედაქალაქში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა მოიმატა. დღეის მონაცემებით, თბილისში ვირუსის 297 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორი, მარინა ენდელაძე ამბობს, ამჟამად ინფიცირებულთა პროცენტული რაოდენობა დედაქალაქში 44-ია.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 292 პაციენი, ხოლო გარდაიცვალა 7.