19:35 | 2020-10-17 ავტორი: Prime Time

თბილისში კიდევ ერთ სკოლაში Covid-19 დადასტურდა

თბილისში კიდევ ერთ სკოლაში Covid-19 დადასტურდა

თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში კორონავირუსი დადასტურდა, ამ ინფორმაციაზე სკოლის დირექტორის მოადგილე საუბრობს.

 

ქეთი მიქანაძის თქმით, პედაგოგის ინფიცირების წყარო მისთვის უცნობია.

 

ასევე, ვირუსული ინფექცია აღენიშნება ამავე სკოლის სამ მოსწავლეს, თუმცა ისინი სასწავლო დაწესებულებაში არ დადიოდნენ.

 

კორონავირუსის გამო, სკოლები ერთმანეთის მიყოლებით იხურება - რამდენი სკოლა გადავიდა ონლაინ სწავლებაზე
2020-10-16კორონავირუსის გამო, სკოლები ერთმანეთის მიყოლებით იხურება - რამდენი სკოლა გადავიდა ონლაინ სწავლებაზე

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, მასწავლებლები თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდნენ, ხოლო სკოლა ორი კვირით დაიხურა და დისტანციური სწავლების რეჟიმზე მომავალი კვირიდან გადავა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +