fbpx
14:07 | 2020-08-16 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე კაცი მოკლეს

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე კაცი მოკლეს

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე 40 წლამდე კაცი მოკლეს.

 

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობები ცივი იარაღით, ფეხის არეში აქვს მიყენებული.

 

რატომ არ იხურება „ჰავანა“, რომლის 3 თანამშრომელს კორონავირუსი აქვს
2020-08-16რატომ არ იხურება „ჰავანა“, რომლის 3 თანამშრომელს კორონავირუსი აქვს

 

ადგილობრივების თქმით, მას არტერია აქვს გადაჭრილი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია.

 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X