21:52 | 2020-07-11 ავტორი: ალექსი ქამადაძე

თბილისში დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ დეპუტატის შვილი დააკავეს

თბილისში დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ დეპუტატის შვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 წლის გ.ე.-ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ორი პირი დააკავა.

 

ტვპირველის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული, 2000 წელს დაბადებული გ.კ. „ქართული ოცნების“ დეპუტატის კობა კობალაძის შვილია. მათივე ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცს თავზე 6 ჭრილობა მიაყენეს.

 

ცნობილია, რომ კობა კობალაძის შვილი პოლიციას თავად ჩაბარდა და ის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში მამასთან ერთად მივიდა.

 

„ჩემი შვილი და მე ერთად გამოვცხადდით განყოფილებაში. ბევრი რამეა აგორებული მასზე.არავის ხელს არ ვაფარებ. ბავშვი არის სპორტსმენი, ის ცდილობს სიმართლის მხარეს იყოს. თუ ვინმე ეცდება ამ საქმით წინასაარჩევნოდ რაიმე პროვოცირება მოახდინოს, ეს უკვე მათი პრობლემ“, – განაცხადა კობა კობალაძემ „რუსთავი 2“-თან სატელეფონო ინტერვიუში.

 

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა 24 ივნისს მოხდა.

 

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი, მათ შორის 1997 წელს დაბადებული დ.ჟ. და 2000 წელს დაბადებული გ.კ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 126-ე და 238- პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

 

„შეიქმნა მიმალვის საფრთხე, ამიტომ მოხდა დაკავება” – შსს განცხადებას ავრცელებს

ავტორი: ალექსი ქამადაძე


X