13:19 | 2020-07-31 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

თბილისში დაბრუნებულმა მაკა ასათიანმა შვილიშვილი მონათლა – ფოტოები პატარა ლეას ნათლობიდან

თბილისში დაბრუნებულმა მაკა ასათიანმა შვილიშვილი მონათლა – ფოტოები პატარა ლეას ნათლობიდან

ორი დღეა მთელი საქართველო მაკა ასათიანის შვილიშვილის ლეა ჟორდანიას სილამაზეზე საუბრობს. პატარა გოგონას ფოტოებს მშობლები, სოციალურ ქსელში ამ დრომდე იშვიათად აქვეყნებდნენ, ახლა კი თამად უზიარებენ გამომწერებს.

 

“პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ მაკა ასათიანის შვილიშვილი რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ ტაძარში მოინათლა. მისი ნათლიები გიორგი მარგიანი, თიკო კლდიაშვილი და ანანო ბაქრაძე არიან.

 

ლეა ჟორდანია

 

პატარა ლეას ნათლობას მხოლოდ მშობლები, ნათლიები და მათი მეგობრები ესწრებოდნენ. ისევე როგორც ქორწილისას, წყვილის გადაწყვეტილებით, ბავშვის ნათლობას წყვილის მშობლები არ დაესწრნენ.

 

წყვილმა ბავშვი ქაშუეთის ტაძარში მონათლა, სადაც დაქორწინებისას ჯვარი დაიწერეს.

 

ლეა ჟორდანია თებერვალში შვეიცარიაში დაიბადა. ის თბილისში ზაფხულში ჩამოიყვანეს.

ლეა დედასთან ერთად

 

ლეა და თიკო კლდიაშვილი

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

X