
„პრაიმტაიმისთის“ ცნობილი გახდა, რომ თბილისში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 68 წლის მამაკაცი დააკავეს.
ჩვენი ინფორმაციით, დაზარალებული 15 წლის ბიჭია, რომელზეც მეზობელი მამაკაცი დაახლოებით სამი წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა.
„პრაიმტაიმი“ არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, საქმის სხვა დეტალებს და ადგილმდებარეობას არ აკონკრეტებს.
ფაქტი შსს-ში დაგვიდასტურეს და გვითხრეს, რომ არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცი უკვე დაკავებულია.